9 და 10 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრმა ,,ჰერა” სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უფასო სამედიცინო აქცია გამართა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, 9 და 10 ივნისს ქალაქ ბაღდათის მერიის შენობის წინ მდებარე სკვერში განთავსებულ მამომობილში ძუძუს და პროსტატას კიბოს სკრინინგი ჩატარებოდათ.
ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებს, ექიმის გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდათ, ასევე პროსტატის კიბოს სკრინინგი-50-70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებს ექიმის მიმართვის საფუძველზე სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა ჩაუტარდათ.
ორდღიანი უფასო სამედიცინო აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა