ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან ერთად, წარმატებული პირველკურსელები დააჯილდოვა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან წელს უმაღლეს სასწავლებლებში, მაღალი შეფასებით 14 პირველ კურსელი ჩაირიცხა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ სამ პირველ კურსელს, რომლებმაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს, ფულადი ჯილდო პირადად გადასცა. ხოლო 11 წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი, ბაღდათის მერიამ და საკრებულომ გადასცა.
ასევე დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადაეცა ფერსათის მეორე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ნარგიზა ბუხულეიშვილს და სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორს ტარიელ სირბილაძეს .