31 მაისს 10:00 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მიმდინარეობას.
მის. ბაღდათი წერეთლის #9
დღის წესრიგი:
1. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაცია:„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. თანამომხსენებელი: ვაჯა ჩაფიძე-მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების უფროსი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ანგარიში 2023 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ვლადიმერ მელაძე – მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი.
3.მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მომხს. დავით მშვილდაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსხურის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილების უფროსი.
4. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.