3 აპრილიდან, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
საგრანტო პროგრამასთaნ დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც, მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ, მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგრანტო პროგრამის წესებსა და კრიტერიუმებზე.
აღნიშნულ შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, მეწარმეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა მერიის ეკონომიკური განვითერების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თინა აბულაძის ორგანიზებით გაიმართა.