საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მიმდინარეობას. მის. ბაღდათი წერეთლის #9
დღის წესრიგი:
1.ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2.ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ანგარიში 2024 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მარეხი მშვენიერაძე – მერიის სოციალური და ჯამრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
3. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2025 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. მომხს. მარეხი მშვენიერაძე -მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯამრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
4.ბაღდათის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ; მომხს. მარეხი მშვენიერაძე -მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯამრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
5.“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. თათია ღვალაძე – მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი.
6.„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N 80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
7.,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
8.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 30.11.33.217 საკადასტრო კოდზე არსებული ფართების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით განკარგვაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სმსახურის უფროსი.
9.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
10.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე 2025 წლის პირველ კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.