პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ღონისძიება 1 იანვარს ჩატარდება, სადაც მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ქალაქ ბაღდათის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები.
საახალწლო განწყობაზე იზრუნებს მუსიკალური ჯგუფი ,,ფრანი“, ჯგუფი „ბანი“ და ადგილობრივი მუსიკალური
ბენდი „კარცერ ლუქსი“.
ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
ღონისძიებების განრიგი:
ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები 15:00-16:10 საათი.
საახალწლო ბაზრობა 14:00-19:30 (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი)
მოსიარულე ორკესტრი 15:00-18:00 საათი.
საბავშვო გასართობი სადგურები 15:00-18:00 საათი (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები)
სანტა კლაუსთან ფოტოსესია 15:00-18:00 საათი.
მუსიკალური ჯგუფი ,“ფრანი“, ჯგუფი“ ბანი“ და ადგილობრივი მუსიკალური ბენდი „კარცერ ლუქსი“18:15-19:30 საათი .
საახალწლო ფოიერვერკი.