ბაღდათის მუნიციპალიტეტში შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 23 ივნისს უფასო გამოკვლევებს
გამართავს.
ძუძუს კიბოს სკრინინგი: 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად.
მამოგრაფიული გამოკვლევა.
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი: 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებში წელიწადში ერთჯერ.
პაპ ტესტის აღება.
23 ივნისს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ ჰერას მამომობილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მდებარე სკვერში განთავსდება.
უფასო გამოკვლევები 10:00
საათიდან დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იქონიონ თან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.