წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ეკოლოგიის წრის პედაგოგ ცირა ბერეკაშვილს უმასპინძლა.
ახალგაზრდებმა ,,წყალტუბოს ისტორია ,, კარსტული მღვიმეები,, ,,უნიკალური, სამკურნალო თვისებების თერმული წყალი,, პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინეს.
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი, საქართველოს პარლამენტში ზესტაფონის,
თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი თამთა ჯიხვაძე,
ასევე მერიის კულტურის და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდები კურორტ საირმეს ეწვივნენ, სადაც მათ სპა ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა დაათვალიერეს და 4 ტიპის ბიუვიტის წყალი დააგემოვნეს. ასევე დაათვალიერეს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება ბაღდათისა და წყალტუბოს მერიის ტურიზმის განყოფილებამ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ერთად უზრუნველყო.