- 21 ივლისს, ფერმერი ქალებისთვის გაიმართება შეხვედრა, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ.
- შეხვედრის შემდეგ, პროგრამით ,,დანერგე მომავალი“ დაინტერესებულ პირველ 100 აპლიკანტ ქალს აუნაზღაურდება მიწის ლაბორატორიული ანალიზი სრულად.
- განაცხადების შეტანის პროცესში ქალ აპლიკანტებს ტექნიკური კონსულტაციას გაუწევს ფონდი „ტასო“.
- შერჩეული ქალი აპლიკანტები გაეცნობიან წარმატებული მეწარმეების ბაღებსა და საწარმოებს.
- შეხვედრა ტარდება „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
- შეხვედრის დრო და ადგილი: 21.07.2023. 12 საათი, ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. N9.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1oroO65jE5KRhhsZYozcCN7Wq1KOliAeTJddnasL177c/edit