2020- 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ტურისტული ობიექტების ლოკაციების მიმართულებით, ვიზიტორებისთვის შესასვენებული ადგილები მოეწყობა.
სამუშაოების განსახორციელებლად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 5 სოფელში : წითელხევში, ფერსათში, როკითში, ნერგეეთსა და პირველ ობჩაში, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა, რომელიც შექმნის “stop drive”-ის ტიპის ბიზნესის განვითარების პრეცედენტს, ამავრდოულად შეითავსებს საზოგადოებისთვის სარეკრეაციო მნიშვნელობასაც.
ვიზიტორებისთვის შესასვენებელ ადგილებზე განთავსდება ძელსაკმები, დახურული ფანჩატური და ბავშვებისთვის სათამაშო ატრაქციონები.