20 ივლისს ახალგაზრდულ სივრცეში “GAME ზონა” მხიარული და აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ზონა PARTY გაიმართა.
მონაწილეებმა ღონისძიებაზე ჭადრაკი ითამაშეს. გამოვლინდა თვის 10 ყველაზე აქტიური ვიზიტორი, რომლთაც სახალისო ნომინაციები და სერთიფიკატები გადაეცათ.
ჭადრაკის ჩემპიონატში მონაწილეობა სულ 16-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო გამარჯვებული ჯაბა ადამია გახდა, რომელსაც სერთიფიკატი და წამახილისებელი პრიზები გადაეცა.
Game ზონას გუნდი მადლობას უხდის ჭადრაკის მასწავლებელს ბატონ სერგო აკიმჩევს, ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისა და გვერდში თანადგომისთვის.
შეგახსენებთ, რომ ზონა PARTY – ეს არის ჩვენი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი,რომელიც თვეში ერთხელ იმართება და მისი მიზანია GAME ზონას ყველაზე აქტიური ვიზიტორების გამოვლენა და მათი წახალისება.
შეგახსენებთ, პროექტს “GAME ზონა” ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და იგი დაფინსასებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ,მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში,რომელიც მიზნად ისახავს,რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას.