ბაღდათის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე სპორტული და შემეცნებით გასართობი ღონისძიებებით აღნიშნეს.
მათივე მონაწილეობით ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში სპორტული ტურნირი გაიმართა ჭადრაკში, ნარდსა და ბოჩაში. გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შშმ პირთა ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მერიის სოციალური სამსახურის და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბაღდათში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის
მერიის მხარდაჭერით გაიმართა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2000 წელს გამოცხადდა.