ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები ეხილა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო ძველი ბაღდათის ფოტოები.
სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე-ბიბლიოთეკა.
მსოფლიო განათლების აკადემია WEA-სივრცე.
თეატრალური კუთხე-შემოდგომა ბაღდათში.
მაიაკოვსკი და ბაღდათი.
სახანძრო-სამაშველო კუთხე.
ქუჩის ორკესტრი.
ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა- დეგუსტაცია.
ხელთნაკეთი ნივთების და ყვავილების კუთხე.
გასტრონომიული სივრცეები.
პატარებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო, გასართობი სივრცეები ,ატრაქციონები, სახის მოხატვა, ანიმატორები.
ბაღდათობის სახალხო დღესასწაულზე მოსული სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ზრუნავდნენ. დღესვე გაიმართა ბაღდათის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია.
ბაღდათობის ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე ასევე საპატიო ბაღდათელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ბაღდათობა 2024 წელს საპატიო ბაღათელის ტიტული გადაეცა:
კახაბერ მეფისაშვილი – ექიმი.
მირზა კაკუშაძე – მეცნიერ-მუშაკი.
კარლო დოგრაშვილი- სპორტის ოსტატი.
კოტე ენდელაძე – ექიმი.
ლალი გურული – პედაგოგი.
ავთანდილ გოგავა – კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
ნუკრი მსხვილიძე – ეკონომისტი.
უზბეგი ავალიანი – ინჟინერ-ელექტრიკოსი.
იაგო გორგოძე – პარასპორტსმენი, ძალოსანი.
ავთანდილ ლომინაძე – ინჟინერ მექანიკოსი.
საპატიო ბაღდათელები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ დააჯილდოვეს.
დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი ბენდი ¼ და ლინდა ადამიას მონაწილეობით.
მოეწყო ლაზერ შოუ.
საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.