2025 წლის 1 იანვრიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო ,,პერსონალური ასისტენტის სერვისის“ განხორციელება. პროგრამა დაფუძნებულია ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპებზე და მისი მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 18 წელს ზევით ასაკის, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. სერვისი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღებას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ მითითებული ბმულით : https://matsne.gov.ge/ka/document/view/6360724?publication=0 ან მიმართოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.