ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად სოფელ როხში, პირველ და მეორე ობჩაში გაიმართა

12 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად სოფელ როხში, პირველ და მეორე ობჩაში გაიმართა. სოფელ როხში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად "კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრში", სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ინვენტარით უზრუნველყოფა შეირჩა. შეგახსენებთ რომ როხში ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია გასულ წელს სწორედ სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 2020 წელს სოფელ როხს პრიორიტეტებისთვის 20 000 ლარი აქვს გამოყოფილი. სოფელ პირველ ობჩაში ადგილობრივების გადაწყვეტილებით ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი შეირჩა, რომლისთვისაც 20 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ მეორე ობჩაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების მონტაჟი და სასმელი წყლის სისიტემის მოწესრიგება შეირჩა, რომლისთვისაც 16 000 ლარია განკუთვნილი. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძრვანელები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, დაესწრნენ.

გააზიარე