ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

სოფელ ხანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 აგვისტო, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ,,მაღალმთიანი სოფლების ფონდის,, მიერ ფინანსდება, რისთვისაც 469 ათას ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,ფარაონი და კომპანია,, ახორციელებს. გზის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ საკრებულოს დეპუტატებთან გია სახამბერიძესთან და სიმო ჭოლოკავასთან ერთად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

გააზიარე