ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

სოფელ დიმში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 მაისი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად, სოფელ დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სოფელ დიმში 1100 მ/გზაზე სანიაღვრეების მოწყობას და რკინა-ბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ამხანაგობა "იმერეთი 2018 "-ი უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 349,941 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გააზიარე