ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

შ.პ.ს. ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი დღის მანძილზე, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს განახორციელებს

14 მარტი, 2019

შ.პ.ს. ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი დღის მანძილზე, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს განახორციელებს.

✅მიმდინარე წლის 18 და 19 მარტს ქალაქ ბაღდათში რუსთაველის ქუჩაზე (ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლის, ძველი პოლიციის შენობასთან) თანამედროვე სამედიცინო აპარატურით ღჭურვილ მობილურ კლინიკაში 10 დან 17 საათამდე გაიმართება:
✅1. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული კვლევა 40-70 წლის ქალბატონებისთვის.
✅2. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლის ასაკის ქალბატონებისთვის.
✅3. პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებისთვის.
გამოკვლევა უფასოა და შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა ქალა თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისა.
გამოკვლევის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობის ქსეროასლები.

 

გააზიარე