ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

შეხვედრა შშმ პირებთან

12 აგვისტო, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, მერის მოადგილე, შშმ ბავშვების მშობლები და მობილობის შეზღუდვის მქონე პირები. შეხვედრაზე ისაუბრეს შშმ პირთა საჭიროებებზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი სერვისის განვითარება, რომელიც გულისხმობს შშმ პირის შშმ პირთან ვიზიტს და მის ინფორმაციულ მხარდაჭერას.

პროექტს ორგანიზაცია “ Arbeiter Samariter Bund” - ASB საქართველოსთან ერთად მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ (AEE) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

გააზიარე