ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ როკითში, დიდველასა და ზედა დიმში გაიმართა

12 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ როკითში, დიდველასა და ზედა დიმში გაიმართა. სოფელ როკითში მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტად გარე განათება შეირჩ და სამუშაოებისთვის 16 000 ათასი ლარია განკუთვნილი. სოფელ დიდველაში ადგილობრივების გადაწყვეთილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათება გაკეთდება რომლისთვისაც 16 000ლარია გამოყოფილი. სოფელ ზედა დიმში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა, მოსაცდელის გაკეთება და გარე განათების მონტაჯი განხორციელდება, რომლისთვისაც 16 000 ლარია განკუთვნილი. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

გააზიარე