ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

10 მაისი, 2020

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სამამულო ომის ვეტერანებს ულოცავს ამ ნიშვნელოვან თარიღს, მათ ჯანმრთელობას და დიდხას სიცოცხლეს უსურვებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მუნიციპალიტეტის მერია ფულად საჩუქარს გადაცემს.
მუნიციპალიტეტში სამი სამამულო ომის მონაწილე, ხოლო სამი მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგული ცხოვრობს.
6 მოქალაქეს მერიის ფულადი საჩუქარი პირად ანგარიშზე დაერიცხება.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის
8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ სამამულო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

გააზიარე