ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, მუნიციპალური ცენტრი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი  მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში ,იმერეთის დაბლობზე, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელ, ქუთაისი-ბაღდათი-ბენარის საავტომობილო გზაზე. ბაღდათს ესაზღვრება რეგიონის ცენტრს (ქ. ქუთაისს) და 6 მუნიციპალიტეტს აქედან 4 მათგანთან დაკავშირებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაღდათი, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან – თბილისიდან დაშორებულია- 220 კმ-ით-( 3 სთ და 30 წუთის სავალი დროით), იმერეთის რეგიონის ცენტრიდან, ქალაქი ქუთაისიდან 25 კმ-ით( 0,5 საათი სავალი დროით) , ქუთაისის  საერთაშორისო აეროპორტიდან 44 კმ-ით( 37 წუთი სვალი დროით). უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 19 კმ-ით (19 წუთი დროით). მუნიციპალიტეტის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, ზღვის დონიდან 30-1609 მ-ზეა, ფართობი — 815 კვ. კმ-ია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 82.22 კვ.კმ. ბაღდათის ტერიტორიის 67,5% ტყით არის დაფარული. ჰავა ნოტიო და სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. მუნიციპალიტეტი ადვილად მისადგომია როგორც სარკინიგზო, ასევე, საავტომობილო ტრანსპორტით.

გააზიარე