ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

განვითარების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "საირმე", ფესტივალ "Art-გენი2019"-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე წარსდგა

4 ივლისი, 2019

განვითარების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "საირმე", ფესტივალ "Art-გენი2019"-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე წარსდგა. "Art-გენი" წელს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, დადიანების ტყე-პარკში გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტების ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. იქვე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ფოლკლორული ნომრების შემდეგ, ფესტივალზე დასკვნითი კონცერტი ჯგუფმა "ფრანმა" გამართა. ფესტივალმა "Art-გენი 2019"-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტაში აიღო და იგი მთელ საქართველოს მოიცავს. დასკვნითი კონცერტი კი თბილისში 14 ივლიის გაიმართება.

გააზიარე