ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

გაცნობებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელთა შინაარსი მორგებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი გამოყენება

25 სექტემბერი, 2020

.
3.
4.
5.
6.
*MES2200000842461*
MES 2 20 0000842461
16/09/2020
თვითმმართველ ქალაქებს
სათემო მუნიციპალიტეტებს
ასლი: საგანმანათლებლო რესურსცენტრებს
გაცნობებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის
პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელთა შინაარსი მორგებულია
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია დაწყებითი
განათლების საფეხურის ბავშვებისთვისაც. გამარტივებული ტექსტები და ილუსტრაციები
გადმოსცემს შემდეგ თემებს:
როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა.
როგორ დავიბანო ხელები სწორად.
როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან.
ფიზიკური დისტანცია.
რა არის კორონა ვირუსი.
დახველება/დაცემინების წესები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩართული
იყო წარმოდგენილი რესურსის შემუშავების პროცესში. თემის აქტუალობიდან გამომდინარე,
მოგმართავთ რეკომენდაციით, თანდართული ფაილები განათავსოთ თქვენი
მუნიციპალიტეტის/გაერთიანების ვებ-გვერდზე. ასევე, თქვენ ხელთ არსებული რესურსის
გათვალისწინებით შესაძლებელია პოსტერის ბეჭდვა და საბავშვო ბაგა-ბაღებში განთავსება.
წარმოდგენილი რესურსები სასარგებლო და ადვილად აღსაქმელი იქნება დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებისთვისაც. შესაბამისად რეკომენდებულია მათი გავრცელება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

გააზიარე