ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

დღეს ა.(ა).ი.პ. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროექტის „ინკლუზიური დიალოგი - ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ პრეზენტაცია გამართეს

4 ივლისი, 2019

დღეს ა.(ა).ი.პ. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროექტის „ინკლუზიური დიალოგი - ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება, ასევე ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობების განხორციელება: მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება; სოციალური პროგრამების შემუშავებაზე ვორქშოფის ჩატარება; მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები; მოსახლეობის ფორუმი „მოქალაქეთა ხმა“; ტრენინგი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის; ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და მოხალისეობის შესახებ; მულტისექტორული თანამშრომლობის შეთავაზების პაკეტების მომზადება და ა.შ.

✔️პროექტის პარტნიორები არიან ა.(ა).ი.პ. ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა.(ა).ი.პ. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“.
✔️იგი დაფინანსებულია პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარე