ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

დემოკრატიის განვითარების სააგენტო საქართველომ დღეს ქუთაისში, პროექტის „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია გამართა.

11 აპრილი, 2019

დემოკრატიის განვითარების სააგენტო საქართველომ დღეს ქუთაისში, პროექტის „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია გამართა.

შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება იყო, რომელიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა.

✔️პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მერის სამოქალაქო მრჩეველთა და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

გააზიარე