ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა

27 აგვისტო, 2020

ბღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში „2019 წლის საანგარიშო პერიოდში მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“
მომხს. არჩილ გოგსაძე-მუნიციპალიტეტის მერი;
2. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს. ლერი გუმბერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
მომხს. ლერი გუმბერიძე - მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
თანამომხსენებელი: გივი კობერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი;
გურამი კიკნაველიძე-მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
4. ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ინფორმაცია 2019-2020 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული სასწავლი-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების კუთხით ჩატარებული და მიმდინარე მუშაობის შესახებ.
მომხს. თამილა ფაიქიძე - ა.ა.ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი;
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ.
მომხს. გვანცა გრძელიძე - მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული
და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხს. გურამი კიკნაველიძე-საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

გააზიარე