ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.

4 ივნისი, 2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.
ქალაქ ბაღდათის ცენტრალურ სკვერში გამართულ აქტივობებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ყველა სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა შემოქმედების თამთა ჯიხვაძის და ახალგაზრდული საბჭოს წევრის ნათია ჩუბინიძის ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო დამწყები ფოტოგრაფის ელენე ქარაბაკის ფოტონამუშევრები. მოეწყო ასფალტზე ხატვა. დღესვე ღონისძიებების ფარგლებში ცენტრალურ სკვერში განთავსებული იყო სიკეთის ყუთი, შემოწირული თანხა საქველმოქმედო აქციას მოხმარდება. ბავშვთა ადცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის, ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით და World Vision საქართველოს იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარე