ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

11 აპრილი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ საკალათბურთო ტურნირით აღინიშნა. შეჯიბრებები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა. 
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ე.წ. "თეთრის ბარათის" („#WhiteCard”) კამპანია, რომელშიც წელს პირველად, საქართველოც ჩაერთო. ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. "წითელი ბარათის" საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. #WhiteCardბა

გააზიარე