ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი გაიმართა

18 ოქტომბერი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი გაიმართა.
ღვინის ფესტივალში მონაწილეობა როგორც ბაღდათის ასევე იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 50-მდე მეღვინემ მიიღო, სადაც გამოფენილი იყო ოჯახური წარმოების თეთრი და წითელი ღვინოები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ხელოვნებისა და რეწვის ნიმუშები. ღონისძიების ფარგლებში საპატიო ბაღდათელების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წელს საპატიო ბაღდათელის ტიტული ინჟინერ ავთანდილ კვეტენაძეს, პედაგოგ ომარ ჩიქვინიძეს,მსახიობ ეთერ დევაძეს და ექიმ რომან გრძელიძეს მიენიჭა.
ფესტივალს მიეძღვნა ქართული სიმღერებისა და ცეკვების გალა კონცერტი, რომელშც მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთნ ერთდ იმერეთის მუნიციპალიტეტების ანსამბლებმა და ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ რიგის ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღეს.
ფესტივალი ელექტრონული მუსიკის კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.
ფესტივალის პარტნიორები იყვნენ:
• რესტორანი „მუზეუმი“, ქ. ქუთაისის მერია და სსიპ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფესტივალის სპონსორები:
• შპს. კურორტი საირმე, ლიბერთი ბანკი
ფესტივალის მხარდამჭერები:
• იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთის მუნიციპალიტეტები, ფინკა ბანკი, სავაჭრო სამრეწველო პალატა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ფესტივალის პარტნიორებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.

გააზიარე