ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ 300 ოჯახს სასურსათო პაკეტები დაურიგდა.

30 ივლისი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ 300 ოჯახს სასურსათო პაკეტები დაურიგდა.

საკვები პროდუქტები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა, რომლის ღირებულებაც 14 670 ლარს შეადგენს.

აღნიშნული დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, პანდემიის შემდგომ პერიოდის გათვალისწინებით გაეწიათ.

სასურსათო პაკეტები მოქალაქეებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთდ სახლებში პირადად მიუტანა.

პანდემიის პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტის 3000-ზე მეტ ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემოწირულობით.

გააზიარე