ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს ახალგაზრული სივრცე ,,GAME ზონა,, გაიხსნა

30 ოქტომბერი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს ახალგაზრული სივრცე ,,GAME ზონა,, გაიხსნა.
,,GAME ზონა,, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლშია განთავსებული, რომელიც 13:00-სთ-დან -19:00სთ-მდე იმუშავებს.

"GAME ზონა" არის ახალგაზრდული სივრცე, რომელიც 3-ი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული თავშეყრის, გართობისა და დასვენების სივრცე;

კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების პლატფორმა, რომელიც "GAME ზონა"-ში ახალგაზრდული მუშაკების მიერ ჩატარებული თამაშებით იქნება შესაძლებელი;

ახალგაზრდული ინიციატივების წახალისების, განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა.

"GAME ზონა"-ს გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე, ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

‼“GAME ზონა“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ა/ო RICDOG-ი (სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

გააზიარე