ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში შემუშავებული მსოფლიო ბანკიდან და ევროკავშირიდან საუკეთესოდ აღიარებული "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის" განხორციელება დაიწყო

8 თებერვალი, 2019

ევროკავშირი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელშეწყობით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა  ადგილობრივი ეკონომიკური აქტიორების პარტნიორობით შეიმუშავა  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების თანაბარი ჩართულობით.

შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა ადგილობრივ რესურსებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით, გამოწვევების დაძლევისთვის შექმნილი საშუალოვადიანი დოკუმენტია 2019-2020 წლებში განსახორციელებლად, სამომავლო ხედვისა და მიზნებისთვის. ის იქნება ქმედითი, სიცოცხლისუნარიანი და ამავდროულად პოზიტიური შედეგების მომტანი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდისთვის. 

გეგმის  მიზანი, არსებული მდგომარეობის გაანალიზებით, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი ამოცანების განსაზღვრა და კონკრეტული ქმედებების დაგეგმვაა. გეგმა ფოკუსირებული და ორიენტირებულია მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებებზე. დოკუმენტში ასახულია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის ეკონომიკური ანალიზი, გამოწვევები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და  მიზნები. მიზნების მისაღწევად ღონისძიებები გაწერილია თანდართულ ორწლიან სამოქმედო გეგმაში. ასევე გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შეფასდა უმაღლესი ქულით, გამოცხადდა საუკეთესოდ და ევროპის  აღმოსავლეთ პარტნიოტრობის ქვეყნებისთვის აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

გააზიარე