ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 25.06.2020

24 ივნისი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 ივნისი 2020 წელი

ქ. ბაღდათი

10:00 საათი

დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის ინფორმაცია „2019 წელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დასრულების მდგომარეობისა და 2020 წელში განსახორციელებელი პროექტების მშენებლობის დაფინანსების შესახებ“

მომხს. კახა მსხვილიძე-მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა

და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განსაზღვრის შესახებ.

მომხს. კახა მსხვილიძე-მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა

და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.

3. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018-2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N 42 81 განკარგულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხს. ალექსანდრე წიქორიძე-მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის სოფლის

მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის

განყოფილების უფ. სპეციალისტი

4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისათვის, საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ 2020 წლის 19 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში საპროექტო განაცხადის ”ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარებისა და ტურიზმის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა“ წარსადგენად თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: თინა აბულაძე- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის , ადგილობრივ და საეთაშორისო დონორ

ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

5. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 30.08.39.104 საკადასტრო კოდზე მდებარე 1125.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სსიპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლისთვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს №42 53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის უფროსი;

6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე მესამე კვარტალში განსახილველი საკითხების გეგმის დამტკიცება.

მომხს. გვანცა გრძელიძე-საკრებულოს იურდიული და საპროცედურო

საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის უფროსი;

8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის უფროსი

9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ;

მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის უფროსი;

10. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით (აუქციონის გარეშე) სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემისა და წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ;

მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის

ეკონომიკის სამსახურის უფროსი;

გააზიარე