ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ,,სკოლამდელი განათლება-ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება’’.

11 აპრილი, 2019

"სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დღეს ხელი მოაწერა დეკლარაციას ,,სკოლამდელი განათლება-ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება’’.

დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, გარდაბნის, მარნეულის, თიანეთის მერებმა, ოზურგეთისა და დუშეთის მერების პირველმა მოადგილეებმა მიიღეს.

დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივა რუსთავის მერს ეკუთვნის.

ღონისძიებას მუნიციპალიტებების ოფიციალური პირები და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მათშორის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა. (ა). ი.პ. სკოლამდელი და საკოლისგარეშე დაწესწბულებათა გაერთიანების ხემძღვანელი თამილა ფაიქიძე,

აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’(Save the Children), ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში ხორციელდება.

დეკლარაციის პირობების თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობენ სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე, მართვისა და დაფინანსების სისტემებში ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების პრონციპების დანერგვას, უზრუნველყოფენ ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას.

2018 წლის 4 ივლისს, ,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაცია’’ შეიქმნა, რომელშიც რუსთავთან ერთად, 7 მუნიციპალიტეტი იყო გაერთიანებული. ასოციაციაში დღეისთვის უკვე 42 მუნიციპალიტეტია გაწევრიანებული. 
ასოციაციის საქმიანობის მიზანი, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება, პედაგოგებისა და პერსონალის გადამზადება, ასევე არსებული პრობლემების დროულად და კოორდინირებულად გადაჭრა, ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

გააზიარე