ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო.

13 მარტი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო. საბჭომ პირველი გაცნობითი შეხვედრა დღეს გამართა, სადაც ასევე არჩეული იქნა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 10 წევრისგან შედგება და მას ხმათა უმრავლესობით დავით ჯანიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის მოადგილედ სევერიანე ღამბაშიძე, მდივნად კი მარიამ კიკვიძე დასახელდა. საბჭოს წევრები დღესვე დებულებას გაეცნენ და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელეს რომლებსაც მომდევნო შეხვედრებზე გააჟღერებენ.

გააზიარე