ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ საავტომობილო გზების მშენებლობა დაათვალიერა

25 ივნისი, 2018

 

     ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად , სოფელ დიმის №2 საჯარო სკოლასთან, წითელხევსა და როხში მდინარე კორისწყლის პირას, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ქვის გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, „ამხანაგობა აია 777“ ახორციელებს და იგი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.

გააზიარე