ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კიდევ ერთხელ განიხილა.

13 მაისი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კიდევ ერთხელ განიხილა. შეხვედრაზე კახა ენუქიძემ ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ამ ეტაპზე სოფელ პირველ ობჩაში გარე განათების ქსელის მონტაჟი, ხოლო დიდველაში სასაფლაოს შემოღობვა მიმდინარეობს.

გააზიარე