ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

15 მარტი, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და პირველი მოადგილე კახა ენუქიძე დღეს გერმანული კომპანია "ფიშნერი"- ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული კომპანია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. "კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება გარემოსა და ტურიზმისათვის" ასე ქვია პროგრამას, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლისა და საკანალიზაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ასევე გზების კეთილმოწყობას, განათების და მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. დღესვე მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, გერმანული კომპანია "ფიშნერი"- ს წარმომადგენლებს ქალაქ ბაღდათში ის ტერიტორიები დაათვალიერებია, სადაც შესაძლებელია პარკები და სკვერები გაკეთდეს. (ყოფილ საავეჯო ფაბრიკის და მდინარე ხანის წყლის ხეობა) გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერთან და პირველ მოადგილესთან ერთად აღნიშნული პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე და სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

გააზიარე