ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ, მიმიდინარე წელს რიგით მე-2 საკრებულოს სხდომა გამართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა

1 მარტი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ, მიმიდინარე წელს რიგით მე-2 საკრებულოს სხდომა გამართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. დღევანდელ სხდომას მუნიცუიპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე დაესწრო.

,,განვლილ საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავს 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, გავმართეთ 27 საკრებულოს სხდომა,განხილულია 204 საკითხი, 94 საკითხზე მიღებულია დადგენილება, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ მომზადებულია და სხდომაზე გამოტანილი იქნა 91 საკითხი. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია.
2018 წლის მანძილზე საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს ჩატარებული აქვთ 65 სხდომა და განხილული აქვთ 193 საკითხი. თუ რომელმა კომისიამ რამდენი სხდომა ჩაატარა მოცემულია ანგარიშში.ფრაქცია „ქართული ოცნება“ _ს ჩატარებული აქვს 5 სხდომა განხილული აქვს 7 საკითხი.
წლის განმავლობაში საკრებულოს აპარატში სულ შემოსულია 271 დოკუმენტი (განცხადების, მომართვის, წერილისა და ა. შ. სახით), მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე 23 განცხადება, ხოლო 27_მა მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა სხვადასხვა საკითხებზე. ყველა შემოსული დოკუმენტი რეაგირებულია, პასუხ გაცემულია და ადრესატამდე დაყვანილია.
ყველა ამ პროცესის გამართვას ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველუოფას, უკეთებდა საკრებულოს აპარატი, საკრებულოს, ბიუროსა და კომისიების სხდომები იყო საჯარო და ღია, საკითხების მიწოდება საკრებულოს წევრებზე და მერიის სამსახურებზე ხდებოდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხოლო მოსახლეობის ინფორმირებას ვახდენდით მუნიციპალიტეტში გამომავალი გაზეთისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
რადგან აპარატის საქმიანობას შევეხე, მინდა გაცნობოთ, რომ გასულ წელს პირველად განხორციელდა საკრებულოს აპარატში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასება, როგორც შუალედური(ყოველ სამ თვეში) ასევე წლის ბოლოს საბოლოო.
რამდენიმე წინადადებით მინდა შევეხო მუნიციპალიტეტისათვის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დარგებში დასახული პროგრამებისა და აქტივობების შესრულების მდგომარეობას:
- ინფრასრუქტურა, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ პირველად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელმა 90% -ს გადააჭარბა, ამასთან დაიწყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ქუთაისი- ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება, წელს ორ სოფელში შუბანსა და წითელხევში დავიწყებთ მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, გაგრძელდება დაწყებული გარდამავალი პროექტების შესრულება, რამდენიმე მათგანზე ტენდერი უკვე ჩატარდა და მიმდინარეობს დაზუსტებითი სამუშაოები.
- სოციალური ჯანდაცვა, გასულ წელს შევძელით მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მოქმედი პროგრამები დაგვეფინანსებია 106,0 ათასი ლარით მეტი თანხით ვიდრე 2017 წელს იყო გამოყოფილი, 
- კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების განხორციელების კუთხით გამოვყოფდი რამოდენიმე ღონისძიებას. პირველად მუნიციპალიტეტში ჩატარდა საერთაშორისო დონის ეკოფესტივალი, რომელსაც საკმაო გამოხმაურება მოჰყვა . რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ანალოგიური ფესტივალის მოწყობას აპირებენ გერმანიასა და რუსეთში. გარკვეული წარმატებები ჰქონდა ჩვენი სპორტული სკოლის აღსაზრდელებს, როგორც ქვეყნის შიგნით გამართულ შეჯიბრებებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. წარმატებით გამოვიდა ჩვენი სახალხო თეატრი ქ. ქუთაისში გამართულ თეატრალურ ფესტივალში. 
მეტი საჯაროობის, მოქალაქეთა ინფორმირებულობისათვის და ჩვენს საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, მივიღეთ გადაწყვტილება მიმდინარე წლიდან საკრებულოში შეგვექმნა პიარის სამსახური.
და ბოლოს.
ჩვენი საქმიანობის ეფექტურობისა და წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, რაც დღემდე შენარჩუნებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას შორის, საკრებულოს ყოველთვის ჰქონდა კოლეგიალურ თანამშრომლობაზე დამყარებული საქმიანობა, როგორც მუნიციპალიტეტის მერთან, ასევე მერიის სამსახურებთან, რაც მომავალშიც, გაგრძელდება.,,

გააზიარე