ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, კლინიკა “ბომონდი”-ს მედიკოსებმა უფასო სამედიცინო აქცია განახორციელეს

18 ოქტომბერი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, კლინიკა “ბომონდი”-ს მედიკოსებმა უფასო სამედიცინო აქცია განახორციელეს. ექიმებმა ხანის მოსახლეობას მრავალპროფილური გამოკვლევების სერვისი შესთავაზეს. აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სოფლის ყველა მაცხოვრებელს საშუალება ქონდა მაღალხარისხიანი უფასო სამედიცინო მომსახურება მიეღო.
აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. სამედიცინო გამოკვლევებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი დაესწრო.

გააზიარე