ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამამულო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-წლისვ თავი მიულოცეს

13 მაისი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ობჩასა და დიდველაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს დავით ბურჯანაძეს, ნონა აგიაშვილს, რენე ყიფიანს სახლში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 74-ი წლის თავი მიულოცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესვე სამამულო ომის მონაწილეებს ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს.

გააზიარე