ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.(ა).(ი).(პ). სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადასცა

21 დეკემბერი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.(ა).(ი).(პ). სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადასცა.

მუნიციპალიტეტში არსებულ 16 საბავშვო ბაგა-ბაღში რეგისტრირებულ 736 აღსაზრდეს 8 დასახელების საკვები პროდუქტი დაურიგდა.

სურსათი ა.(ა). (ი).(პ). სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ შეიძინა.

საკვები პროდუქტების გაცემა საბავშვო ბაღებში, პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს სრული რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

გააზიარე