ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 31 მაისის საკრებულოს სხდომა

31 მაისი, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ესწრებოდა.

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №77 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. ლერი გუმბერიძე - მუნიციპალიტეტის მერიის 
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
მომხს. ლერიგუმბერიძე - მუნიციპალიტეტისმერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
თანამ: გივი კობერიძე - მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა
და ინსპექტირების სამსახურის უფროსი;
თანამომხსენებელი: გურამი კიკნაველიძე-საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილების ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ.
მომხს. დავით მშვილდაძე-მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის სოფლის მეურნეობის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი;
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარიცხული 20 (ოცი) ერთეული კოტეჯის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებზე გადაცემის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი- მუნიციპალიტეტის
მერიის ეკონომიკური სამსხურის უფროსი;
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა) 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
მომხს. სოფო ნატრიაშვილი -მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული
თანასწორობის საბჭოს მდივანი;
6. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N 42 62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკური სამსახურის უფროსი;
8. 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებლად წარსადგენი წინადადების მოწონების შესახებ.
მომხს. კახა მსხვილიძე-მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა 
და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი;
9. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსაზღვრული დაფინანსების დასახლებების მიხედვით განაწილების და შერჩეული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 მარტის N42 10 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხს. კახამსხვილიძე-მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა
და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი;

გააზიარე