Hot line:+995 591 90 90 05

ტურიზმი

   ტურისტული კუთხით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

1)მერის ტურიზმის განვითარების განყოფილებამ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის სახლი“ თანამშრომლობის ფარგლებში მოიპოვა მსოფლიო ბანკის დაფინანსება  „ტურიზმის  სექტორში ჩართული თემების და მიკრო მეწარმეების გაძლიერება“ რომელიც ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. კერძოდ ტურისტული საინფორმაციო ნიშნების და საპიკნიკეების მოწყობას ჩვენს ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტის განხორციელებული სამუშაოების 80% ანუ 40000 ათასი ლარი დაიხარჯა და მოეწყო ორი საპიკნიკე საირმე-აბასთუმანის გზაზე  დიდმაღალის მთასთან , ხოლო მუნიციპალიტეტის ცენტრში განთავსდა ორი ლაითბოქსი პროექტი ასევე ითვალისწინებდა 20% 8000 ლარი, თანადაფინანსებას ველოდებით საგზაო დეპარტამენტის ნებართვას და გამოვაცხადებთ ტენდერს. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე განთავსდება ტურისტულ-საინფორმაციო ნიშნები და საინფორმაციო დაფები.

2)მერიის წინ არსებულ სტენდზე განთავსდა მუნიციპალიტეტის  ტურისტული რუქა

3) მერიის წინ განთავსდა ტურისტულ-საინფორმაციო მანიშნებელი, რომლიც ძირითადად ტურისტული ობიექტების მიმართულებას და კილომეტრაჟს აჩვენებს.

4) ა/წ  27 სექტემბერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში , მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „საოჯახო სასტუმროების მართვა“ და გავეცით შესაბამისი სერთიფიკატები

5) ა/წ 7-12 მარტს ტურიზმის განვითარების უფროსი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ბაზრობაში

6)ა/წ 9-16 მაისს ტურიზმის განვითარების უფროსის ინიციატივით და მერის მხარდაჭერით ანსამბლმა საირმემ მონაწილეობა მიიღო ბერლინში ბისდორფის ფოლკლორული სიმღერების ფესტივალში ,საიდანაც მერმა სამადლობელი წერილი მიიღო და მიწვევა 2019 წლის ფესტივალზე

7) ა/წ 5-14 ოქტომბერს მერის ტურიზმის განყოფილების და გერმანიაში მოღვაწე ჟურნალისტის , პოეტისა და მთარგმნელის სანდრა ვერელის ინიციატივით და მერის მხარდაჭერით დაფუძნდა მაიაკოვსკის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ეკო-არტ  ფესტივალი „ბაღდათის ზეცა“ რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო მერიის ტურიზმის განყოფილებამ, ფესტივალი მომავალ წელს გაიმართება ბერლინში.