Hot line:+995 591 90 90 05

სოფელ როხში შინდისის გმირის ზვიად კაცაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში

29 August, 2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, შინდისის გმირის ზვიად კაცაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს როხის ცენტრის და ჭალა/ბუკნარის გუნდები დაუპირისპირდნენ, შეჯიბრი ჭალა/ბუკნარის გამარჯვებით 4:2დასრულდა და გუნდს ზვიად კაცაძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია და მასში მონაწილეობას სოფელ როხის ახლგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები იღებენ. ფინალურ შეხვედრას როხის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ლევან კაცაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე გაჩეჩილაძე დაესწრნენ. ტურნირი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Share page